წყალტუბოს N4 სკოლიდან კურსდამთავრებულები პედაგოგებმა, პირველკლასელებთან ერთად, საზეიმოდ გააცილეს
24-05-2022
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი, გაიმართა ღონისძიება, რომლითაც მოსწავლეებმა მათ სკოლის დამთავრება მოულოცეს. მასში პირველი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ იმღერეს და ლექსები წაიკითხეს.

შეხვედრაზე მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება სკოლის დირექტორმა მაია ქობულიამ, დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ხათუნა ქუთათელაძემ და კალსის ხელმძღვანელმა ფატმან თუთბერიძემ მოულოცეს. 

გარდა ამისა, მაღალი აკადემიური წარმატებისთვის მარია ბერიასა და ანასტასია ჩაკვეტაძეს სიგელები გადაეცათ.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს. ბოლოს მათ ,პატარა მოსწავლეებთან ერთად, სკოლის ჰიმნი შეასრულეს.

მათ სკოლა ემშვიდობება და უამრავ წარმატებას უსურვებს.

„ჩვენი სკოლის ტრადიცია  წელსაც არ დარღვეულა, სკოლის კურსდამთავრებულები პირველკლასელებს საჩუქრად უტოვებენ ხის ნერგს. მე-12 კლასელებმა პირველკლასელებს მოსავლელად დაუტოვეს ხის ნერგი, რომელზე ზრუნვასაც ჩვენი პატარა აღსაზრდელები გააგრძელებენ.
წარმატებებს ვუსურვებთ ყველა კურსდამთავრებულს, ესახელებინოთ მშობლიური მე-4 საჯარო სკოლა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203