ახალციხის N5 საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
24-05-2022

ახალციხის N5 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

2022 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს, გზა დაულოცეს და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგებზეც დაუტოვეს.

მოსწავლეებმა კი სკოლაში გატარებული ლამაზი დღეები გაიხსენეს და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203