გომბორის საჯარო სკოლაში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს კონფერენცია მიეძღვნა
24-05-2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კონფერენცია ჩატარდა. 

კონფერენციაში დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

თემასთან დაკავშირებით მათ წარმოადგინეს საინტერესო რეფერატები: ბიომრავალფერობნების მნიშვნელობის, ბიომრავალფეროვნების წინაშე მდგარი საფრთხეების, ბიომრავალფეროვნების დაცვის მექანიზმების შესახებ.

მოსწავლეებმა ასევე მოამზადეს კედლის გაზეთი, პოსტერები, მოაწყვეს თავიანთი გადაღებული ბიომრავალფეროვნების ფოტოების გამოფენა - კონკურსი. დასახელდა საუკეთესო ფოტოები და გამოვლინდნენ მათი ავტორები. დასასრულს, მოსწავლეებმა ვირტუალურად დაათვალიერეს ვაშლოვანის ნაკრძალი. 

აღსანიშნავია, რომ ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე 22 მაისს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203