მუსხის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
24-05-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 2022 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს.

სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცეს, გზა დაულოცეს და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგებზეც დაუტოვეს.

მოსწავლეებმა კი სკოლაში გატარებული ლამაზი დღეები გაიხსენეს და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203