ასურეთის საჯარო სკოლის დამთავრება მეთორმეტეკლასელებს დირექტორმა და პედაგოგებმა საზეიმოდ მიულოცეს
24-05-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორმა, ნანი გორდეზიანმა მეთორმეტეკლასელებს გზა დაულოცა და ცხოვრების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლა მიულოცა.

„ვულოცავ მეთორმეტეკლასელებს სკოლის დასრულებას, წარმატებების და ბედნიერების სურვილით“, - წერია დირექტორის, ნანი გორდეზიანის მილოცვაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203