ბანძის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს
24-05-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

„ყველა მეთორმეტეკლასელს გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ, საინტერესო და მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას. თითოეულ თქვენგანს ბედნიერ და წარმატებულ მომავალს გისურვებთ!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203