სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის იტალიური ენის სწავლება დაიწყო
19-03-2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის იტალიური ენის სწავლება დაიწყო. ლექციებს საქართველოში იტალიის საელჩოს წარმომადგენელი, ფედერიკა ბოსი ჩაატარებს. რეგისტრაცია 105-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა. 

პირველი მეცადინეობის წინ საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგრანტო პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა, ინდირა ძაგანიამ სტუდენტებს მიულოცა იტალიური ენის სწავლების დაწყება და აღნიშნა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ეს სრულიად უფასოა და უნივერსიტეტის სახელით მადლობა გადაუხადა იტალიის საელჩოსა და ფედერიკა ბოსს.

იტალიური ენის შესწავლასთან ერთად, სუდენტები იტალიის ისტორიას, კულტურას, ხელოვნებასა და ლიტერატურას გაეცნობიან.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203