უკრაინელი თანატოლებისადმი ცეკვით გამოხატული სოლიდარობა და ემოციური დამშვიდობება პედაგოგებთან - ამაღლების საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა
24-05-2022
სიკო დოლიძის სახელობის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ამაღლების საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

„მოსწავლეები სასიამოვნო და თბილი ღონისძიებით დაემშვიდობნენ სკოლას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ჩვენ კი კიდევ ერთ უმნიშვნელოვანესი ფაქტის შესახებ გიამბობთ - მოსწავლეებმა ღონისძიებაზე უკრაინული ცეკვა შეასრულეს - ასე მათ გამოხატეს სოლიდარობა უკრაინელი მე-12 კლასის მოსწავლეებისადმი, რომლებმაც „ბოლო ზარი“ ვერ იზეიმეს. 

მოსწავლეები უსაყვარელს პედაგოგებს დაემშვიდობნენ, იყო თეთრ პერანგებზე წაწერილი კეთილი სურვილები და რა თქმა უნდა ემოციების ზღვა, რასაც სევდანარაევი სიხარულის ცრემლები უფრო ამძაფრებდა. ამ დღეს მე-12 კლასელები მშობლიურმა სკოლამ ცხოვრების ახალ ეტაპზე გააცილა.

„ბოლო ზარის“, სასკოლო ცხოვრების დასასრულის ღონისძიებით აღნიშვნის ტრადიცია წლებია არსებობს.ამ დღეს შეიძლება ეწოდოს გარკვეული ზღვარი, რომლის მიღმა დგას ბავშვობა, სკოლის წლები და ყველაფერი, რაც მათთან არის დაკავშირებული, წინ კი სრულიად განსხვავებული, დამოუკიდებელი ცხოვრებაა. ყოველი კურსდამთავრებულისთვის ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია, რომელიც რჩება მის მეხსიერებაში სიცოცხლის ბოლომდე.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203