სალხინოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა ბაჩილავამ სასწავლო ოლიმპიადაში წარმატება მოიპოვა
24-05-2022
ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ლუკა ბაჩილავამ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში წარმატებას მიაღწია.
მან რუსული ენის ოლიმპიადის მეორე ტურში გაიმარჯვა.
ლუკა წარმატებული, აქტიური, ბეჯითი და მონდომებული მოსწავლეა.
ის სხვადასხვა კონკურსსა და ღონისძიებაში ხშირად ერთვება.
სკოლაში ამ ფაქტით ამაყობენ, ამიტომაც ლუკა ბაჩილავას დირექციამ და საგნის მასწავლებელმა ნაზიბროლა ბერიშვილმა სიგელი და ფასიანი საჩუქარი გადასცეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს