„გილოცავთ ამ ლამაზ და ნანატრ ბოლო ზარს“- ჯანდარას საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები საუკეთესო სურვილებით გააცილეს
24-05-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი.
კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.
მათ სკოლა ემშვიდობება და უამრავ წარმატებას უსურვებს.
„ჩემო საყვარელო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ ამ ლამაზ და ნანატრ ბოლო ზარს. ახლა დაადგებით ახალ გზას, რომელსაც ცხოვრების ახალ ასპარეზზე გაჰყავხართ. გისურვებთ, გზას, რომელსაც თქვენ დაადგებით, მუდამ ბედნიერებით, წარმატებებით და სიხარულით სავსე ყოფილიყოს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს