„ბედნიერ და წარმატებულ მომავალს გისურვებთ“- ჭრებალოს საჯარო სკოლიდან მე-12 კლასის მოსწავლეები გააცილეს
24-05-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

მათ სკოლა ემშვიდობება, ულოცავს და უამრავ წარმატებას უსურვებს.

„გილოცავთ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203