გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მეთორმეტეკლასელებს გზა დაულოცეს
24-05-2022
მღვდელი ლუკა ჩომახიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.
მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.
„20 მაისს კიდევ ერთ გამოშვებას დაულოცა მომავალი სავალი გზები გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლის პედკოლექტივმა. მოსწავლეებმა მადლიერება გამოხატეს მშობლიური სკოლისა და აღმზრდელებისადმი. განსაკუთრებული სიყვარულით მოიხსენიეს კლასის ყოფილი დამრიგებელი მზია ზანგურაშვილი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს