დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში წარმატებული პროექტი განხორციელდა
19-03-2018
დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლაში ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიება ინგლისური ენის პედაგოგის ია ნიქაბაძის ინიციატივითა და ძალისხმევით გაიმართა.
პროექტი ინტელექტუალური ხასიათის იყო და მონაწილეობას დაბა კაზრეთის №2 და №1 საჯარო სკოლების მოსწავლეების შერეული ჯგუფები იღებდნენ.
გამარჯვება გუნდმა ,,NNNASSA"-მ მოიპოვა.
„ღონისძიება გამოვიდა საინტერესო, სახალისო, ფერადი და ემოციებით დატვირთული. პროექტის წამყვანები გახლდნენ ჩვენი სკოლის „ფლექსელები“ იდა ასლანიშვილი, ანნა ბრჟეზოვსკაია და ელენი ბასილაშვილი. ვიდეოს საშუალებით მონაწილეებს მიესალმა ამჟამად ამერიკაში მყოფი ანნა ჩილინგარაშვილი“ - განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა.
დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლა მადლობას უხდის პროექტის მონაწილეებს, ჟიურის წევრებსა და პედაგოგს წარმატებული პროექტისთვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს