შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში შიდასასკოლო ინტელექტუალური ჩემპიონატი გაიმართა
24-05-2022

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, 24 მაისს სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.

გამომდინარე იქიდან, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია ერთმანეთს IX-X ნაკრები (გუნდი შუქურა) და XI კლასი (გუნდი - მართვე) შეეჯიბრნენ.

„თამაში მეტად საინტერესოდ წარიმართა, უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვები ძალიან გულისყურით უსმენდნენ შეკითხვებს და შემდეგ მსჯელობდნენ. თავიდან ორივე გუნდს თანაბარი შანსები ჰქონდათ თუმცა შემდეგ, ალბათ მაინც ასაკმა და გამოცდილებამ თავისი ქნა და საბოლოო ჯამში გამარჯვება მეთერთმეტეკლასელთა გუნდ „შუქურას“ ერგო 49-36.

გვინდა სკოლის სახელით დიდი მადლობა გადავუხადოთ აღნიშნული ჩემპიონატის ორგანიზატორებს - ორგანიზაცია BRAINS-ს და მის წარმომადგენელ, თემურ შვანგირაძე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203