მარნეულის N2 საჯარო სკოლის განათლების ბაღში მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ
მარნეულის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, მოსწავლეებმა პედაგოგის გიორგი ჭაუჭიძის ხელმძღვანელობით სკოლის ეზოში მოწყობილ განათლების ბაღში, EDU Garden- ში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული საგაკვეთილო პროცესი ჩაუტარდათ.
მოსწავლეები გაკვეთილში აქტიურად და დიდი ხალისით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: