„უამრავი ემოცია, ღიმილი, ცრემლი“- ნიგაზეულის საჯარო სკოლაში 63-ე „ბოლო ზარი“ დაირეკა
24-05-2022

შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლაში 63-ე ბოლო ზარი დაირეკა. ხუთმა კურსდამდავრებულმა იზეიმა სკოლის დასრულება. მოსწავლეები დაემშვიდობნენ მშობლიურ სკოლას, სადაც თორმეტი წელი გაატარეს, პედაგოგებს, გარემოს. მათ სკოლაში გატარებული ლამაზი დღეები გაიხსენეს და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

2022 წლის კურსდამთავრებულები სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე დიდი სიყვარულით გააცილეს, სკოლის დამთავრება მიულოცეს და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგებზეც დაუტოვეს.

„იყო უამრავი ემოცია, ღიმილი, ცრემლი... პედაგოგებმა და სკოლის ადმინისტრაციამ წარმატებები უსურვეს კურსდამთავრებულებს სწავლასა და პირად ცხოვრებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203