დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლამ აღსაზრდელს სალომე ნასყიდაშვილს „ფლექსის“ პროგრამაში გამარჯვება საზეიმოდ მიულოცა.
მოსწავლეები, სკოლის დირექცია და მასწავლებლები სკოლაში შეიკრიბნენ და წარმატებული მოსწავლე წიგნებით დაასაჩუქრეს.
სალომე ნასყიდაშვილი ამერიკის მთავრობის დაფინანსებით სასწავლებლად ერთი წლით ამერიკაში გაემგზავრება.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სალომე სკოლის მეოთხე მოსწავლეა, რომელიც სასწავლებლად ამერიკაში მიდის.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის საამაყო მოსწავლემ, საუბრისას ემოციები ვერ შეიკავა და მშობლიურ სკოლასა და პედაგოგებს მადლობა თვალცრემლიანმა გადაუხადა.
სკოლის წარმამდგენლები კიდევ ერთხელ ულოცავენ სალომე ნასყიდაშვილს გამარჯვებას და წინსვლას უსურვებენ.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა „ფლექსი“ ქართველ უფროსკლასელებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკულ სკოლებში ისწავლონ და ამერიკულ ოჯახებში იცხოვრონ.
იხილეთ ფოტოები