ტომაშეთის საჯარო სკოლის დირექტორი გურამ ფუტკარაძე მასწავლებელთა მეოთხე მუნიციპალურ კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგა
24-05-2022
თენგიზ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტომაშეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და სკოლის დირექტორი გურამ ფუტკარაძე მასწავლებელთა მეოთხე მუნიციპალურ კონფერენციაში მონაწილეობდა.

გურამ ფუტკარაძემ კონფერენციის - „მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის გამოწვევები და სწავლების ინოვაციური მიდგომები“, ფარგლებში წარდგენილი მოხსენებისთვის თემაზე - „კვლევაზე დაფუძნებული სწავლება“  სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

„სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, ადმინისტრაცია ვულოცავთ პედაგოგ, გურამ ფუტკარაძეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთეს და კიდევ მრავალი ღირსეული მოსწავლეები გაეზარდოს! მადლობა შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრს კონფერენციის ორგანიზებისთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203