„გისურვებთ წარმატებულ, ბედნიერ მომავალს!“- კასუმლოს საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა
24-05-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

„მე-12 კლასის მოსწავლეებს გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ბოლო ზარს! გისურვებთ წარმატებულ, ბედნიერ მომავალს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203