თბილისის N106 სკოლის პირველკლასელებმა ხელნაკეთი წიგნები შექმნეს
24-05-2022
ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლის მასწავლებლები აქტიურად ზრუნავენ მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციის ამაღლებაზე და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბავშვებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და მიმზიდველი იყოს.

სკოლის წარმომადგენელის მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პირველი კლასის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლა იყოს გარემო რომელიც მათ დააინტერესებს. ამ მიზნით კი დაწყებითი კლასის პედაგოგები არაერთ საინტერესო აქტივობას ატარებენ. ამჯერად კი თბილისის N106 საჯარო სკოლა ერთ-ერთი გამორჩეული პედაგოგის ორგანიზებით პირველ კლასში ჩატარებულ აქტივობას გვაცნობს.

„სკოლა რომ საინტერესო და მიმზიდველი გახდეს ბავშვებისთვის, აუცილებელია, სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებით დაიგეგმოს. განსაკუთრებით კი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს უნდა შევუქმნათ  სწავლისადმი მოტივაცია, მითუმეტეს, პანდემიის ბავშვებს, რომლებმაც სკოლამდელი სასწავლო საფეხურის გავლაც ვერ მოახერხეს და პირდაპირ სკოლაში აღმოჩდნენ.

გვინდა გაგაცნოთ ამ სკოლის ერთ-ერთი პირველი კლასის მონდომებული, მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებელი, ნატო მიმინოშვილი. მისი პირველკლასელები მალე სასწავლო წელს დაასრულებენ. კლასის ერთობლივი მონდომებით, მათ ერთგვარად შეაჯამეს განვლილი სასწავლო წელი და სკოლის პირველი წლის სიმბოლოდ დაამზადეს ხელნაკეთი წიგნი, რომელშიც ანბანის თითოეული ასო-ბგერა და მასთან დაკავშირებული ლექსები, გამოცანები და ანდაზები მოათავსეს. თითოეული მოსწავლის ჩართულობით განხორციელებულმა ამ აქტივობამ მოსწავლეებში ხალისი და კმაყოფილება გამოიწვია, რადგან თვალსაჩინოდ დაინახეს საკუთარი ხელით შექმნილი ნაშრომი.

106-ე სკოლა თავის პატარა მოსწავლეებსა და მათ აქტიურ მასწავლებელს მუდამ მრავალფეროვან და ხალისიან სასკოლო დღეებს უსურვებს და ამაყობს მათით“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203