კორტოხის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა საზეიმოდ მიულოცეს
24-05-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი, განთავსებული იყო შესაბამისი დეკორაცია.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, ეზოში ფერადი კვამლი გაუშვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

მათ სკოლა ემშვიდობება, ულოცავს და უამრავ წარმატებას უსურვებს.

„პედაგოგების სახელით, მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს ყველა მეთორმეტეკლასელს სკოლის სრული კურსის დასრულება, ასევე უნდა მიულოცო ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ეს დღე და ულევი წარმატება ვუსურვოთ ცხოვრების ახალ ეტაპზე. წარმატებები, ჩვენო პატარა მეგობრებო“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203