კისისხევის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა
24-05-2022
თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ კისისხევის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს; თუმცა 27 მაისის მოახლოებასთან ერთად, 1 კლასის დამრიგებლებისთვის ერთგვარ შემაჯამებელ ღონსიძიებებს აწყობენ და ასე ემშვიდობებიან უსაყვარლესი პირველკკლასელები მშობლიურ ანბანსაც.

კისისხევის საჯარო სკოლის პირველ კლასში, პედაგოგმა თინა დედაბრიშვილმაც მიკუძღვნა ღონსიძიება ანბანის დასრულებას, რომელშიც ბავშვები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.

აქვე აღსანიშნავია, რომ შემაჯამებელი ღონისძიება გაჯერებული იყო თემატური ტექსტებითა და სიმღერებით, რამაც დადებითი ემოციებით დამუხტა დამსწრე საზოგადოება. „სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ლიანა ერგემლიძემ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და მათ მასწავლებელს ლამაზი დღისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203