წაღვერის საჯარო სკოლაში ბულინგსა და ბავშვთა უფლებებზე ისაუბრეს
19-03-2018
წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლე-მენტორებმა ქეთევან გელაშვილმა და თამარ ნოზაძემ მორიგი ტრენინგი ჩაატარეს. 

ტრენინგი სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრის პროექტის „თანატოლგანმანათლებლები თანატოლთა უფლებებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. 

ტრენინგის თემა ბულინგი და ბავშვთა უფლებები იყო.
 
მოსწავლეებმა ძალადობის გამომწვევი მიზეზები და შედეგები განიხილეს. ისაუბრეს ასევე ბავშვთა უფლებების კონვენციაზე და საქართველოში ბავშვების უფლებრივ მდგომარეობაზე. 
 
წაღვერის საჯარო სკოლა მადლობას უხდის გენდერული კლუბის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობისთვის. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203