„სიძნელეები გამარჯვებით გადაგელახოთ“- ლაცორიის საჯარო სკოლა 3-მა მოსწავლემ საზეიმოდ დაამთავრა
24-05-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლის მე-12 კლასის 3 მოსწავლისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

მათ სკოლა ემშვიდობება და უამრავ წარმატებას უსურვებს.

„ჩემს საყვარელ ბავშვებს ვულოცავთ სკოლის დამთავრებას, სულ წარმატებებით გევლოთ მთელი ცხოვრება, სიძნელეები გამარჯვებით გადაგელახოთ, თქვენით გვეამაყოს - თათია, ნინი, საბა“,-წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203