ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი გაიმართა
24-05-2022
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. 

მასში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის (VI-XI კლასები) 26 გუნდი მონაწილეობდა. ყველა მათგანმა ღირსეულად იასპარეზა. გამარჯვება კი 2-მა გუნდა მოიპოვა. ესენი არიან მე-8 კლასის გუნდი „მოაზროვნეები“ და მე-10 კლასის გუნდი „ფრანციუმი“.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

მე-8 კლასის დამრიგებელი ია ბლაგიძე, ხოლო მე-10 კლასის ირინა წიწაშვილია.

პროექტი ორგანიზაცია brains.ge-ს ინიციატივით განხორციელდა. სასკოლო ტურს ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა: დიანა კაპანაძემ და რუსლან ბერიძემ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203