სენაკის N2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე გიორგი ჟვანია გაცვლითი პროგრამით აშშ-ში ისწავლის
24-05-2022
ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე გიორგი ჟვანიამ „ფლექსის“ გაცვლით პროგრამაში გაიმარჯვა.
შედეგად, ის 1 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში იცხოვრებს და იქაურ სკოლაში ისწავლის.
სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ შარშან ამავე პროგრამის გამარჯვებული სკოლის სხვა მოსწავლეც გახდა. ის სწავლას ჯერ კიდევ ამერიკაში აგრძელებს.
„დირექცია დიდი სიხარულით და სიამაყით ულოცავს სკოლის XI კლასის მოსწავლეს გიორგი ჟვანიას გამარჯვებას. აქვე გვინდა დავსძინოთ, ჩვენი სკოლის შარშანდელი გამარჯვებული ანა გეგეჭკორი წარმატებით აგრძელებს სწავლას აშშ-ში“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს