საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მე-12 კლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს
24-05-2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 2022 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს, გზა დაულოცეს და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგებზეც დაუტოვეს. მოსწავლეებმა კი, თავის მხრივ, პედაგოგებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

„გზა დაგელოცოთ ჩვენო თვალხატულა გოგო-ბიჭებო, ნათლით შემოსილი და წარმატებებით დაგვირგვინებული ყოფილიყოს თქვენი გზა-სავალი“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203