„ცხოვრების ყველა ეტაპზე გისურვებთ დიდ წარმატებას“ - თბილისის N178 სკოლის დირექცია და პედაგოგები მე-12 კლასელებს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ
24-05-2022
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლის მე-12 , მე-12 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. 

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

მათ სკოლა ემშვიდობება და უამრავ წარმატებას უსურვებს.

„ლაღად და მხიარულად გამოემშვიდობნენ მოსწავლეები სკოლის კედლებს. ბავშვებო, ცხოვრების ყველა ეტაპზე გისურვებთ დიდ წარმატებებს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203