სხვილისის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები საუკეთესო სურვილებით გააცილეს
24-05-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, ღონისძიება გამართეს და სურვილები გაცვალეს.

მათ სკოლა ემშვიდობება და უამრავ წარმატებას უსურვებს.

„დირექტორმა მიულიცა კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულება და ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლა, უსურვა წარმატებები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203