ნოქალაქევის საჯარო სკოლის XI კლასში თემაზე - „ჩვენი დედამიწა“ საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
24-05-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს თუ ღონისძიებებს სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.
სწორედ, თემას - „ჩვენი დედამიწა“ მიეძღვნა XI კლასში ჩატარებული გაკვეთილი.
მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები, თუ რა ვალდებულებები და უფლებები აქვთ იმისთვის, რომ დაიცვან პლანეტა და ადამიანები დედამიწაზე მომხდარი სხვადასხვა კატასტროფული მოვლენებისაგან.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი ნაირა ბერულავა ხელმძღვანელობდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს