დერჩის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებული დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
24-05-2022

აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დერჩის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა.

2022 წლის კურსდამთარევბული სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს, გზა დაულოცეს და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგზეც დაუტოვეს. მოსწავლემ კი სკოლაში გატარებული ლამაზი დღეები გაიხსენა და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადა.

„იყო მილოცვები, მოგონებები და კეთილი სურვილები და ცხოვრების ახალ ეტაპზე სავალი გზის დალოცვა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203