„მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო“- წყალტუბოს N1 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ინგლისურენოვან პროექტზე იმუშავეს
24-05-2022

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა პროექტი „მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო“ წარმოადგინეს. 

პროექტი მათ ინგლისურ ენაში, პედაგოგ ნათელა ფანცხავას ხელმძღვანელობით, მოამზადეს. 

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს, ევროპის ქვეყნების - საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის და ავსტრიის შესახებ ინგლისურად ისაუბრეს. 

გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა, მას სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე ესწრებოდა. 

კლასის დამრიგებელი მანანა წულაიაა. 

„წარმოადგინეს ამ ქვეყნების ისტორიული ადგილები და კულტურული ღირსშესანიშნაობები. განსაკუთრებით საინტერესო იყო დიდი ბრიტანეთის - მისი მონარქის, წმინდანების, დროშებისა და სიმბოლოების განხილვა-წარმოჩენა. მოსწავლეები იცავდნენ ინტონაციას და ლექსიკურ-გრამატიკულ ნორმებს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203