ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ჭრელი წინდების“ კამპანიას შეუერთდნენ
19-03-2018
ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის N1 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს შეუერთდა. სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები „ჭრელი წინდების“ კამპანიაში ჩაერთვნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ღონისძიებაც მიუძღვნეს.
ღონისძიების ბოლოს კი ჭრელი წინდებით ფოტოები გადაიღეს.
ჭრელი წინდის კამპანია 12 მარტს დაიწყო და 21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლი დღეს დასრულდება.
მსურველები, სპეციალურად კამპანიისთვის დამზადებული ჭრელი წინდების შეძენით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ეხმარებიან.