წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეები ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ
24-05-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით, სკოლაში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება იგეგმება. მასწავლებლები მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, Iგ კლასის მოსწავლეები დიდი ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ.
მათ გარემო დაათვალიერეს, ცოდნა გაიღრმავეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს