ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მოსწავლე, ახალგაზრდა მოკრივე ცოტნე მუნჭავა საქართველოს ჩემპიონია
24-05-2022

ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა წარმატებას სკოლა საზოგადოებას დიდი სიხარულით აცნობს. 

ასეთი ერთ-ერთი მოსწავლეა ცოტნე მუნჭავა, რომელიც წარმატებული სპორტსმენია. ცოტნემ ჩემპიონობა კრივში მოიპოვა. 

სკოლაში ახალგაზრდა მოკრივეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის მოსწავლეს, ცოტნე მუნჭავას ვულოცავთ, კრივში საქართველოს ჩემპიონობას. წარმატებები შემდეგ ეტაპებზეც“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203