გურკელის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
24-05-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. 

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი, განთავსებული იყო შესაბამისი დეკორაცია. 

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, ღონისძიება გამართეს და სურვილები გაცვალეს.

მათ სკოლა ემშვიდობება და უამრავ წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203