
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე გიორგი მარგველანი 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ, ამ ასაკობრივ კატეგორიაში, ბოლო წლების განმავლობაში, გიორგის სახით, პირველად იასპარეზა მაღალმთიანი სვანეთის წარმომადგენელმა.
მისი დებიუტი წარმატებული იყო.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველანი მუნიციპალური და რეგიონული მასშტაბის ტურნირებში პერიოდულად მოანწილეობდა, სადაც ის, ძირითადად, პირველ ადგილს ეუფლებოდა.
სკოლაში მოსწავლის მიღწევებით ამაყობენ. ის, ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისათვის, დირექციამ პირველი ხარისხის სიგელით დააჯილდოვა.
„სკოლა მადლობას უხდის მის ჭადრაკის მასწავლებელს - ამავე სკოლის ფიზიკისა და მათემატიკის პედაგოგს სპარტაკ ცინდელიანს (მამა კვირიკეს), რომელმაც აქტიური საწავლო მუშაობა გასწია მოსწავლის ასეთი წარმატებული ასპარეზობისათვის.
ნორჩ მოჭადრაკეს კონსულტაცია გაუწიეს და დაასაჩუქრეს საჭადრაკო ატრიბუტიკით: ლეგენდარულმა ქართველ ჩემპიონთა გუნდის წევრმა ნანა იოსელიანმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.