„ლექსები ჩემთვის ყველაფერია და ამ ყველაფერს მე ვეფერები“ - ფოთის N7 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება
24-05-2022

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგმა ღონისძიება - „ლექსები ჩემთვის ყველაფერია და ამ ყველაფერს მე ვეფერები“, ჩაატარეს. 

კოლხეთის ეროვნულ პარკში გამართული ღონისძიების ხელმძღვანელი დამრიგებლი ნატალია ხოფერია იყო.

მოსწავლეებმა ბუნებაში შესაფერისი პოეტური გარემო შექმნეს და მუსიკის ფონზე, დაწყებითი კლასის პედაგოგის ქეთევან ბერაიას ლექსები წაიკითხეს. 

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

„რა არის პოეზია? სულის მდგომარეობა...ხოლო მის სიტყვებში განსხეულება უკვე საქმეა ნიჭისა, ვნების, ცოდნის, გემოვნებისა და კიდევ ენით უთქმელისა, რასაც უნდა ვაზიაროთ ჩვენი ახალი თაობა.
ღონისძიების მიზანიც სწორედ ეს იყო - პოეზიის მოყვარული პედაგოგის ლექსებით მოსწავლეებში ლექსის სიყვარულის გაღვივება, გემოვნების ჩამოყალიბება და მათში ნიჭის აღმოჩენა“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203