ამჯერად, სკოლაში ღონისძიება „მსოფლიოს ქვეყნები და მათი კულტურა“ ჩატარდა. მასში მე-6 - მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
თითოეულმა კლასმა წარმოადგინა ერთი კონკრეტული ქვეყანა თავისი წეს-ჩვეულებებით, კულტურით, ტრადიციული ცეკვებით, სიმღერებითა და კერძებით.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
„ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეების მოტივაციის, ინტერესის და პატივისცემის ამაღლება სხვადასხვა ქვეყნის და კულტურის მიმართ“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს