ახალსოფლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები - რუსუდან ბარამიძე და ნიკო ლეონიძე უნივერსიტეტის სტიპენდიანტები არიან
24-05-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლას ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა თითოეულ წინსვლას სკოლა საზოგადოებას სიამაყით უზიარებს.

ამჯერად, სასიხარულო ინფორმაციას სკოლა ორი კურსდამთავრებულის - რუსუდან ბარამიძესა და ნიკო ლეონიძეს შესახებ ავრცელებს, რომლებიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელობითი სტიპენდიანტები გახდნენ.

„ახალსოფლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს: რუსუდან ბარამიძესა და ნიკო ლეონიძეს ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას. თქვენ ჩვენი სკოლის სიამაყე ხართ.

2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ბსუ-ს საფაკულტეტო სახელობითი სტიპენდიების კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე:

რუსუდან ბარამიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 სასწავლო წლის სტუდენტი - ვალერიან მელქაძის სახელობის სტიპენდია.

ნიკო ლეონიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-3 სასწავლო წლის სტუდენტი - გივი გამსახურდიას სახელობის სტიპენდია“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203