ითხვისის N2 საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
24-05-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.
მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.
„სითბოთი და სიყვარულით აღსავსე ღონისძიებაზე იყო ლექსი და სიმღერა, მისალოცი სიტყვა და კეთილი სურვილი. კიდევ ერთხელ დაარიგეს და დაულოცეს გზა საყვარელ მოსწავლეებს მასწავლებლებმა და სკოლის დირექტორმა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს