„იყო ცრემლიც, ღიმილიც, სევდაც და სიხარულიც“- ფოთის N7 საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა
23-05-2022
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სურვილები გაცვალეს.

მათ სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და დირექცია ემშვიდობება და უამრავ წარმატებას უსურვებს.

„სკოლამ კიდევ ერთი თაობა დააფრთიანა და გააცილა, იყო ცრემლიც და ღიმილიც, სევდაც და სიხარულიც. მოსწავლეები მოეფერნენ საკუთარ სკოლას.
ჩვენო ბავშვებო, სამშობლოსა და უფლის სიყვარულით, ერთმანეთის თანადგომითა და სიკეთის კეთებით გაგევლოთ ცხოვრების ლამაზი წლები, გისურვებთ საინტერესო და წარმატებით სავსე მომავალს.
თქვენ ჩვენი იმედი და საყრდენი ხართ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203