არლის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მეთორმეტეკლასელებს გზა დაულოცეს
23-05-2022

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დარეკა. 

კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს, სწავლის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში გაგრძელება უსურვეს და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგებზეც დაუტოვეს. მოსწავლეებმა, თავის მხრივ, მასწავლებლებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

„არლის საჯარო სკოლის დირექცია და სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მე-12 კლასელებს, (კლასის დამრიგებელი ცირა ვარდიძე) სკოლის დამთავრებას, გზას დაულოცავს და წარმატებებს უსურვებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში. აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთა შორის სამი ოქროსმედალოსანია: ანი ჩილინგარაშვილი, პავლე ტატალაშვილი და მინდია ტატალაშვილი“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203