ნიგაზეულის საჯარო სკოლაში მოქმედმა თეატრალურმა კლუბმა მაყურებელს მორიგი სპექტაკლი შესთავაზა.
„მომავლის თეატრმა“ ფრიდონ ხალვაშის პიესა „ხიხანის ძახილი“ დადგა (ხელმძღვანელი ნატო ცეცხლაძე).
სპეციალურად სცენისთვის მორთულმა კლასმა, მრავალფეროვანმა რეკვიზიტებმა, პატარა მსახიობების საშემსრულებლო ნიჭმა მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ მოსწავლეები და მასწავლებელი მხურვალე ტაშით დააჯილდოვეს.
იხილეთ ფოტოები