ჭალეს თემის N1 სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ მომავალმა პირველკლასელებმა დარეკეს​
24-05-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის მომავალმა პირველკლასელებმა მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დარეკეს.

„2021-2022 სასწავლო წლის აწ უკვე კურსდამთავრებულებს ვულოცავთ სკოლის დამთავრებას და ვუსურვებთ წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე. უდიდესი წარმატებები, მოყვასის სიყვარული, სამშობლოს ერთგულება და ღვთის მოშიშობა დაგბედებოდეთ წინ სავალ გზებზე. უფალი გფარავდეთ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასლა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203