წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში მე-8 კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს
23-05-2022
წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული საინტერესო აქტივობები ტარდება. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მასწავლებლები აქტიურ პროპაგანდას უწევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს და ამ მიზნით, სკოლაში არაერთი საინტერესო პროექტი თუ აქტივობა ტარდება. ამჯერად აღნიშნულ თემაზე პრეზენტაციები  მოსწავლეებმა რუსული ენის გაკვეთილზე წარმოადგინეს.

„წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის მე-8 კლასში რუსულ ენაში, პედაგოგის, ელენე ტუხაშვილის ინიციატივით, ჩატარდა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია, თემაზე: „ჯანსაღი ცხოვრების წესი“  მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და მრავალფეროვანი ნაშრომები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203