ქართული ენის დღესასწაული ეკის საჯარო სკოლაში 
24-05-2022

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უდიდეს ყურადღებას უთმობენ. 

რა თქმა უნდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, არც დედაენის დღე. სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით - „ქართული მარტო ენაა?!“ გაიმართა. 

მოსწავლეებმა წარმოთქვეს დედაენაზე სიტყვები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები. გაიხსენეს ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ნააზრევი. კიდევ ერთხელ შეახსენეს ყველას, რომ ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა, ერის იდენტობის განმსაზღვრელია, ენა ხალხის საკუთრებაა, მას მოვლა, დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203