ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ღონისძიებაზე ლექსებით, სვანური სიმღერითა და საინტერესო პიესით წარდგნენ
23-05-2022

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი, როგორც სკოლის შიდა ისე სკოლის გარე ღონისძიებებში. 

ამჯერად, ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეები მასწავლებლის, ქეთინო მუკბანიანის ხელმძღვანელობით ლენტეხის N1 საჯარო სკოლის შენობაში მოწყობილ ღონისძიებას შეუერთდნენ და აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წაიკითხეს ლექსები, იმღერეს სვანური „დიაშ დარჯლ“ და ითამაშეს პიესა: „რატომ დაერქვა ვეფხისტყაოსანს ვეფხისტყაოსანი?!“

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203