ახალციხის N4 საჯარო სკოლაში პროექტი - „საუკეთესო კალიგრაფია“ განხორციელდა
23-05-2022
ახალციხის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, სკოლაში ხელოვნებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სასკოლო პროექტი - „საუკეთესო კალიგრაფია“ განხორციელდა.

პროექტის მიზანი იყო - „ვეფხისტყაოსნისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია“, რომელიც ეძღვნებოდა 15 მაისს, შოთა რუსთაველის დღეს.

საგნის მასწავლებლებმა, მაია კოპაძემ და ლელა ფერაძემ მოსწავლეებს გააცნეს კალიგრაფიის როლი და დანიშნულება, რომ კალიგრაფია არის ლამაზად წერის შემოქმედებითი პროცესი, რომელიც იბადება სპონტანურად უშუალოდ წერის პროცესში, მოსწავლეებს აჩვენეს არა ერთი ფოტო მასალა კალიგრაფიული ნიმუშების.

მოსწავლეებმა პოემა „ვეფხისტყაოსნიდან“ შეარჩიეს მათთვის სასურველი სტროფები, გადაწერეს და შეეცადნენ გაეფორმებინათ მხატვრულად. წარმოდგენილი ხელნაწერებიდან შეირჩა 4 საუკეთესო ნამუშევარი, რომლებიც განთავსდა სკოლის საგამოფენო სივრცეში.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ავტორები - ლელა ფერაძე და მაია კოპაძე გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203