ჯვარის N1 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა საზეიმოდ აღნიშნეს
23-05-2022
ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N1 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

„ეს ის დღეა, როცა სიხარული და სევდა ერთმანეთში ირევა. უკან სკოლაში გატარებული მთელი 12 წელი გრჩება, წინ კი გრძელი გზა გელოდება წარმატებისაკენ. 20-დან მხოლოდ მეხსიერებას შემორჩება სკოლაში გატარებული დღეები, ტკბილ მოგონებად დარჩება ურთიერთობა თითოეულ მასწავლებელთან, სკოლაშივე დარჩება საკმაოდ გრძელვადიანი სტატუსი „მოსწავლეობა“...

გილოცავთ, ამ მნიშვნელოვან დღეს და გისურვებთ თქვენი თითოეული ნაბიჯი იყოს შემოქმედებითი, საინტერესო და სიამოვნების მომნიჭებელი. გისურვებთ მიზნებისა და სურვილების ასრულებას!“, - აღნიშნულია სკოლის პედაგოგების მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203